სევდიანია დაცლილი სოფელი....
უკვე ერთი თვეა რაც აცივდა, მზე ხანდახან გამოიხედავს ღრუბლებიდან, უნდა თავისი მცხუნვარე სხივებით გაათბოს დედამიწა, მაგრამ ეტყობა ძალა აღარ ჰყოფნის და დარდიანი ისევ ღრუბლებს მიეფარება ხოლმე. ზამთრის პირი ნელ-ნელა ეპარება ჩემს სოფელს, თოვლი ჯერ დედაბერას დაფარავს, მერე საქუმრისა და თაისის მთებს გადაევლება თეთრად, მართალია მზე ისე ლაღად ვეღარ ანათებს, მაგრამ დათოვლილი ნაძვები თეთრჩოხიანი მხედრებივით, მაინც ამაყად გადმოჰყურებენ მოწყენილ სოფელს.
სოფელი კი მართლაც მოწყენილია, სულ რაღაც ათიოდე სახლიდან ამოდის კვამლი, არ ისმის ბავშვების ჟრიამული, თითქმის დაცლილია ჩემი სოფელი. ყავისფერი ფოთლებით დაფარულ მიწას მალე დაფარავს თოვლი, შიმშილით შეწუხებული შაშვები ხშირად ესტუმრებიან ჩემს აზოში დახუნძლულ ხურმას; ისინი არსად არ მიდიან, აქ, ჩემთან ერთად გამოიზამთრებენ.... ფანჯრის რაფაზე ჩამწკრივებული ბეღურები ისე გამოიყურებიან, თითქოს შინ შემოშვება უნდოდეთ. რა ქნან? ცივათ...
მალე საშობაო არდადეგები დაიწყება. ქალაქიდან ჩემი მეგობრები ჩამოვლენ, ისევ შეივსება და გამხიარულდება ჩემი ნუნისი.... თუმცა ეს მხიარული დღეები დიდხანს არ გრძელდება, მეგობრები მალე ბრუნდებიან უკან ქალაქში და მე ისევ მარტო ვრჩები.

მე-5 კლასის მოსწავლე: თემიკო მაღლაკელიძე




No comments:

Post a Comment