სოფელი ზვარე მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ნუნისის წყლის (ჩხერიმალას მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 700 . ხარაგაულიდან 24 კმ. სოფელი ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XVIII -შიმზვარისსახელწოდებით. სახელწოდება ზვარე მზიანს ნიშნავს. ის ნაწარმოებია სიტყვისაგანმზვარე“, რომელიც აღნიშნავს მზიან ფერდობს. სოფლის თავის მიმართულებით, ტყეში არის ლიხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგერევები და სახატე ადგილი, რომელსაც მოსახლეობაჯვარნაძვსეძახის.
       საქვეყნოდ ცნობილია ზვარის მინერალური წყაროები, სადაც წლების განმავლობაში ჩამოისხმეოდა მინერალური წყალიზვარე“. გადმოცემით, არსებული საბადოს ტერიტორიაზე ჩნდებოდა წყლის გუბეები, რომელსაც პირუტყვი ხარბად ეტანებოდა. მოსახლეობა დაინტერესდა წყლის თვისებებით და გამოკვლევებმა ზვარის წყლის უნიკალურობა დაადასტურა. 1933 წელს დაიწყო საძიებო სამუშაოები. 1934 წელს აღიმართა პირველი მექანიზებული ჭაბურღილი. 1936 წლიდან დაიწყო მინერალური წყლისზვარისჩამოსხმა. ზვარის მინარალური წყალი ქიმიური შემადგენლობით მიეკუთნება ნახშირმჟავა ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ, კალციუმ-ნატრიუმიან წყლებს. მას იყენებენ საჭმელის მომნელებელ ორგანოთა დაავადების სამკურნალოდ.



No comments:

Post a Comment