ნუნისის მამათა მონასტერი
ნუნისის ტაძარი IX-X საუკუნით თარიღდება, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა მას უფრო ადრეული პერიოდის ძეგლადაც მიიჩნევს. არსებობს გადმოცემა რომელიც წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს უკავშირდება. ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ წმინდა მეფე ჯართან ერთად ამ ადგილის გავლით მიდიოდა. საპალნით დატვირთულ სახედრებს ზურგი ჰქონიათ დაზიანებული. როდესაც ხევს მიდგომიან, სახედრები წყალში ჩაწოლილან და ჩქარა მოცოცხლებულან. სამკურნალო წყლის სასიკეთო შედეგს მიუქცევია მეფე დავითის ყურადღება და სოფელ ნუნისის ტაძრისთვის შესაწირი გაუღია. ნუნისის ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა და არსებობის მანძილზე არაერთხელ დანგრეულა და აღდგენილა. უკანასკნელად ნუნისის ტაძარი დაწვა ომარ-ხანმა, 1785 წელს, ვახანის ციხის აღების შემდგომ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ნუნისში იყო მონასტერი, რომელსაც არქიმანდრიტი განაგებდა. ეს ტაძარი თავად აბაშიძეების საძვალედ ითვლებოდა. XIX საუკუნის მიწურულს განახლებული ტაძარი აკუთხა წმინდა გაბრიელმა (ქიქოძე) იმერეთის ეპისკოპოსმა. -

No comments:
Post a Comment