Thursday, July 2, 2015

                      სოფელი ზვარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთერთი პატარა, საკურორტო  სოფელია. ზვარის თემში შედის სამი სოფელი:  ზვარე, ჩრდილი და ნუნისი. სოფელი საკურორტოა აქ მდებარეობს მთელ საქართველოში და არამარტო საქართველოში ცნობილი მინერალური წყლის ქარხანა "ზვარე", რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს. მინერალური წყლის საბადო კი უპატრონოდაა მიტოვებული და იშვიათად თუ აგემოვნებს ადგილობრივი მოსახლეობა.
                     სოფელ ზვარეში არსებობს აწ უკვე განადგურებული ყოფილი "პიონერთა ბანაკის" შენობა, რომელიც განსაკუთრებულ , ულამაზეს და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ბუნებრივ პირობებში იყო აშენებული და დღესდღეობით მხოლოდ კარვების ბანაკი თუ სტუმრობს ერთი-ორი კვირით.
                     სოფელ ნუნისში მდებარეობს და დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს ბალნეოლოგიური კურორტი " სამთა ნუნისი" , სადაც გოგირდოვანი წყლის აბანოებია და სხვადასხვა კანის დაავადებას, მათ შორის ეგზემასა და ფსორიაზს წარმატებით მკურნალობენ.  აქვე, ნუნისში, არის ე.წ "ბერების კლდე" რომელიც კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულია, რომელსაც ნუნისის ღვთისმშობლის ტაძრის ბერ-მონაზვნები შემოსევების დროს იყენებდნენ. ეს გამოქვაბული რამდენიმე კილომეტრიანი საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა ტაძარს.
                     სოფელი ჩრდილი ერთერთი ულამაზესი სოფელია, სადაც მდებარეობს ანჩის წმინდაგიორგის ეკლესია და რამდენიმე სალოცავი. აღსანიშნავია დღეს უკვე დანგრევის პირას მისული კოშკი, რომელიც თავდაცვით როლს თამაშობდა ძველ დროში ომიანობის დროს. კოშკში მუდმივად იყო მეთვალყურე, რომელიც შემოსევის შემთხვევაში კოშკის თავზე ანთებდა ცეცხლს , რომლის დანახვა სოფელ ვახანის მოსახლეობა იოლად დაინახავდა ვახანის კოშკის მეთვალყურის დახმარებით და გაიხიზნებოდა და პირიქით დასავლეთის მხრიდან მოსულ მტერზე ჩრდილის მოსახლეობა დროულად იღებდა ინფორმაციას.
                     არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვით დიდი აბრეშუმის გზა სოფელ ზვარის გავლით გადიოდა და სწორედ ესფაქტი გამხდარა ნუნისის გოგირდოვანი წყლის აღმოჩენის მიზეზი.
                      სოფელ ზვარეში,ისევე როგორც საქართველოს სხვა სოფლების მოსახლეობას სხვადასხვა ყოფითი თუ სოციაური პრობლემა აწუხებს.  მათ შორის უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს დასაქმების პრობლემა და გზის არქონა. აღნიშნული პრობლემის ბრალია ახალგაზრდა თაობის სოფლიდან გადინება.

No comments:

Post a Comment